საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში დასრულებულ სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებს ადგილზე ეცნობიან.
მათთან ერთად განახლებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის მინისტრი ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე ბათუმის №3 საბავშვო ბაღში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის შიდა და გარე სივრცეები. მოეწყო ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და დასასვენებელი სივრცეები, ადმინისტრაციული ოთახები და სამზარეულო. განახლდა საინჟინრო კომუნიკაციები, დამონტაჟდა გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები.
რეაბილიტაციის შედეგად, ბათუმის №3 საბავშვო ბაღში 150 აღსაზრდელისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნა. შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.